მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   ინტერვიუები   საქართველოს ლიდერი აცოცხლებს საფრანგეთთან კავშირებს

საქართველოს ლიდერი აცოცხლებს საფრანგეთთან კავშირებს

პარიზი — კეთილი ნება თქვენამდე მხოლოდ ნაწილობრივ აღწევს — იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ წარმოადგენდით იმ ქვეყანას, რომელსაც დახმარებას სთხოვთ.

ეს ის რეალობაა, რომელთან ბრძოლაც უწევდა ამ კვირაში საქართველოს ახალ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, როდესაც ყოფილი ფრანგი დიპლომატი ეწვია პარიზს ევროკავშირთან და ნატოსთან უფრო მჭიდრო კავშირების დასამყარებლად.

ზურაბიშვილი შეხვდა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს სამშაბათს ელისეის სასახლეში, მისი პირველი ორმხრივი ვიზიტის დროს პრეზიდენტის რანგში. ვიზიტი ერთგვარ სახლში დაბრუნებასაც წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ის არჩეული იქნა პრეზიდენტად მისი წინაპრების მიწაზე დეკემბერში, ზურაბიშვილი საფრანგეთში დაიბადა და სამი ათწლეული მის საგარეო სამსახურში გაატარა.

მაშინ, როცა მაკრონმა არაერთხელ გაუსვა ხაზი ორ ქვეყანას შორის მეგობრობას, ის ასევე ტრდიციული ფრანგული საუბრების ერთგული დარჩა, რომლის მიზანი რუსეთთან უსიამოვნებების თავიდან აცილებაა. მან დაადასტურა საფრანგეთის მუდმივი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენულობის მიმართ – მაგრამ გარკვევით არ უქთვამს, რომ მოსკოვს ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიის 20%.

თავისი დაძაბული სამდღიანი ვიზიტის დასასრულს პარიზის სასტუმროში „პოლიტიკოსთან“ საუბრისას ზურაბიშვილს მაკრონის სიტყვებისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია. ამის ნაცვლად მან აღნიშნა და უფრო მნიშვნელოვნად ჩათვალა საფრანგეთის მონაწილეობა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში საქართველო-რუსეთის საზღვართან.

„არსებობს ბევრი რამ, რასაც ამჟამად საფრანგეთი აკეთებს და რაც შეუძლებელი იქნებოდა წინა წლებში“, თქვა მან. „(მაკრონმა) ნათლად გამოხატა . . .  რომ მხარს დაუჭერს საქართველოს მისთვის შესაძლებელი ნებისმიერი გზით“.
მნიშვნელოვანი ფრაზა ამ წინადადების ბოლოშია. არსებობს ისეთი რამ, რისი გაკეთებაც საფრანგეთს შეუძლია – და ზოგიერთი რამ, რისი გაკეთებაც არ შეუძლია ან არ გააკეთებს.

საფრანგეთისთვის საქართველოს შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება არის რუსეთთან ურთიერთობის უფრო დიდი გათვლის ნაწილი. და ფრანგი მინისტრები არ აპირებენ გარისკონ მოსკოვთან კონფრონტაცია იმ ქვეყნის გამო, რომლის მოსახლეობაც 3.7 მილიონია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი პრეზიდენტი მათი თანამშრომელი იყო.  
“საფრანგეთის მიდგომა რუსეთის მიმართ წარმოადგენს მკაცრ პრაგმატიზმს“, განაცხადა ნიკუ პოპესკუმ, ევროსაბჭოს საგარეო ურთიერთობების წარმომადგენელმა. მიუხედავად იმისა, რომ მაკრონი მოსკოვს კონსტრუქციულ პარტნიორად აღარ მიიჩნევს, ეს არ ნიშნავს, რომ ის უსიამოვნებებს ეძებს.

„საფრანგეთს უფრო მეტად სურს მკაცრად საუბარი“, აღნიშნა მან, „მაგრამ როგორც ჩანს, მას სურს ბრძოლა რუსეთთან სირიასა და ლიბიასთან და არა საქართველოსთან დაკავშირებით“.
ზურაბიშვილს სურს, საკუთარი ქვეყანა უფრო მეტად დაუახლოვოს ნატოს და ევროკავშირს და იმედი აქვს, რომ ერთ დღეს ის ორივე ორგანიზაციის წევრი გახდება. თუმცა რუსეთი სამხედრო მოქმედებებით იმუქრება, თუ საქართველო ნატოს შეუერთდება. ასე რომ, 66 წლის პრეზიდენტს ბეწვის ხიდზე გავლა უწევს.

პერსონალური არის  პოლიტიკური
მისი ქვეყნის მსგავსად, ზურაბიშვილის საკუთარი ოჯახის ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთთან. მისი პაპა და ბებია, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ცნობილი აქტივისტები, გაექცნენ საბჭოთა ინტერვენციას 1921 წელს. მისი ბებიის ერთადერთი ძმა, რომელიც საქართველოში დარჩა, დახვრიტეს.
თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ იმ დროიდან, როდესაც მისი წინაპრები განდევნილი იქნენ, ზურაბიშვილის ვაჟს და ქალიშვილს სიკვდილით დაემუქრნენ მაშინ, როდესაც ის გასულ წელს  საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსულ კანდიდატს დაუპირისპირდა.

თუმცა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებამდე, ზურაბიშვილს უკვე მიღწეული ჰქონდა მოსკოვზე გამარჯვება. 2004 წელს, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მან მოილაპარაკა საბჭოთა სამხედრო ბაზების დახურვა. ის შეეჯახა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს, რომელიც, როგორც ცნობილია, მოლაპარაკებების დროს ხისტია.

“მე ჯერ კიდევ ვერ ვხსნი სრულად, რატომ იმუშავა ამან“, თქვა მან. “მე ვიცი, რა მიზანი მქონდა, ვიცი, რომ არ წავიდოდი კომპრომისზე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ რატომ დამთავრდა ეს წარმატებით . . . „
მისი წინადადება გაკვირვებას იწვევს.  ეს შესაძლოა ყალბი თავმდაბლობა იყოს მისი მხრიდან.
დასავლელი დიპლომატის ინფორმაციით, რომელიც იცნობს მოლაპარაკებების დეტალებს, განსაკუთრებით დაძაბულ მომენტში მან ლავროვს უთხრა: „ნუ მეთამაშებით თქვენი საბჭოთა ხრიკებით“.
ეს იყო გაბედული მოქმედება, რითაც ზურაბიშვილი ცნობილი იყო საფრანგეთის საგარეო სამსახურში. „ჩვენი მამაკაცი კოლეგები იტყოდნენ, რომ სალომე არის კაცი, როგორებიც იქნებოდნენ თვითონ, ფოლადის ხელი აბრეშუმის ხელთათმანში“, განაცხადა მურიელ დომენაკმა, ფრანგმა დიპლომატმა, რომელიც მასთან ერთად მუშაობდა.

წყნარი დიპლომატია
შესაძლოა ზურაბიშვილი ხისტი ოპერატორია, მაგრამ ის აფასებს დიპლომატიის მნიშვნელობას, მან მიანიშნა, რომ კმაყოფილი იყო საფრანგეთით, რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოსა და რუსეთის მოლაპარაკებებს კულისებს მიღმა.
“ჩვენ გვჭირდება ჩვენი პარტნიორების მეტი ჩართულობა (საქართველოსთან დაკავშირებით), როცა საქმე რუსეთთან დისკუსიას ეხება . . . თუმცა აუცილებელი არ არის, ეს საჯარო ფორუმზე მოხდეს“, აღნიშნა მან.
მან თქვა, რომ ის და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებისას საქართველოს ფრთხილად ხსენება „იყო წინსვლის გზა“, - თუმცა წარმატების გარანტიის გარეშე.

"დღეს არავის შეუძლია იფიქროს, რომ დღევანდელ პუტინთან რაიმე ეფექტური იქნება“, თქვა მან.
მოსკოვთან წყნარი, მაგრამ მტკიცე დიალოგი არის ის მაქსიმუმი, რისი იმედიც ზურაბიშვილს ამ მომენტში შეიძლება ჰქონდეს საფრანგეთისგან და დასავლეთის სხვა ქვეყნების მთავრობებისგან.

პარიზს ზოგადად სურს მოსკოვთან ურთიერთობის უფრო მკაცრ ხაზზე გადასვლა, ამბობს ნიკოლას ტენზერი, პარიზის უნივერსიტეტის მეცნიერებათა პროფესორი, მაგრამ არა თვითონ. „არსებობს რუსეთთან უფრო მეტი სიმკაცრის გამოჩენის სურვილი, მაგრამ არა კონფრონტაციისთვის, რადგან საფრანგეთი ისევ ეძებს მოკავშირეებს“, აღნიშნა მან. „ეს არ არის ტრამპის ამერიკა და ევროპელები გახლეჩილები არიან“.

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის იმედოვნებს, რომ საფრანგეთი მისი მთავარი პარტნიორი იქნება არა მხოლოდ მისი ამ ქვეყანასთან ხანგრძლივი კავშირების გამო.  „ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც განსაკუთრებით სურს,  რომ გააგრძელოს გზა ევროპული პროექტით, არის საფრანგეთი. ასე რომ, ჩვენ უნდა ჩავეჭიდოთ საფრანგეთს“, აღნიშნა მან.

მან აღიარა, რომ ევროკავშირის და ნატოს წევრობა ხელმისაწვდომი არ არის, სულ მცირე დიდი ხნის განმავლობაში. თუმცა მას აქვს სტრატეგია ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით  „კვაზი-წევრობის“ მცდელობის მეშვეობით –  მაკრონის ხედვა მრავალსიჩქარიან ევროპაზე, რომელიც სხვადასხვა „წრეებისგან“ შედგება.
“სადაც შეგვიძლია ვიყოთ, ნება მოგვეცით, რომ ვიყოთ“, განაცხადა მან, ევროკავშირთან უფრო ახლო კავშირების თხოვნით. „ეს არის კულტურა, განათლება  . . . უსაფრთხოება და თავდაცვა, ტრანსპორტი, კომუნიკაციები, ეკონომიკური თანამშრომლობა გარკვეულ სფეროებში“.

მაკრონმა მხარი დაუჭირა ზურაბიშვილის ხედვას და განაცხადა „ახალი ფურცლის“ შესახებ ფრანგულ-ქართულ ურთიერთობებში, რაც გააღრმავებს თანამშრომლობას კულტურის, განათლების, ვაჭრობის, თავდაცვისა და კიბერუსაფრთხოების დარგებში.

ზურაბიშვილს სურს მისი ორი ქვეყნის ქალაქების დამეგობრება, საქართველოს ჩართვა საფრანგეთის წიგნის დიდ ბაზრობაში და ბევრი სხვა კავშირის დამყარება. პარიზის მაღალი საზოგადოების ცოდნის გამოყენებით, მან  გამართა შეხვედრა ბევრ გავლენიან ფრანგ ქალთან ორშაბათს. Cercle de l'Union Interalliée-ის ცნობილ კერძო სასადილო კლუბში, ელისეის სასახლის მახლობლად, შეიკრიბნენ ბიზნესის აღმასრულებლები, რეჟისორები, გამომცემლები და მთავრობის მინისტრი.

ზურაბიშვილმა ასევე მიმართა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ამ კვირაში. მაგრამ ის არის მშობლიურ საფრანგეთში, სადაც კარი მისთვის  ფართოდ გაიხსნება სულ ცოტა იმ დროის განმავლობაში, სანამ მაკრონი პრეზიდენტი იქნება.
საფრანგეთი „აგრძელებს თქვენთან შეხვედრას, როგორც  ერთ-ერთ ჩვენიანთან“,  უთხრა  მაკრონმა ზურაბიშვილს ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე.  

 

საქართველოს ლიდერი აცოცხლებს საფრანგეთთან კავშირებს