მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა თანმხლები დელეგაციის წევრებთან ერთად, რომელთა შორის საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ,  მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან ოქტაი ასადოვთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და პარლამენტის როლის წინა პლანზე წამოწევის საკითხებზე იმსჯელეს. აღინიშნა ისიც, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის დეპუტატების მეგობრულ ჯგუფებს შორის აუცილებელია ურთიერთობის გაღრმავება.

ოქტაი ასადოვმა გიორგი მარგველაშვილს აზერბაიჯანის პარლამენტის შენობა დაათვალიერებინა, რის შემდეგაც ქვეყნის პირველმა პირმა მილი მეჯლისის სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი დატოვა.

აზერბაიჯანის პარლამენტში მისვლამდე საქართველოს პრეზიდენტმა „საპატიო დაკრძალვათა“ ხეივანში აზერბაიჯანელი ხალხის საერთო  ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ზარიფა ალიევას საფლავები გვირგვინით შეამკო. გიორგი მარგველაშვილი „შეჰიდების ხეივანშიც“ იმყოფებოდა, სადაც ასევე გვირვინით შეამკო „მარადიული ცეცხლის“ მემორიალი. 

Add to Twitter Add to Facebook