მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პირველი პირი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. საუბრისას, მხარეებმა ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ, სავაჭრო და პოლიტიკურ ურთიერთობებსა და მათი გაღრმავების გზებზე გაამახვილეს.

შეხვედრა სამუშაო  სადილის ფორმატით გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის თანმხლები დელეგაციის წევრებიც ესწრებოდნენ, მათ შორის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზვიად ძიძიგური, ზურაბ ტყემალაძე, ზვიად კვაჭანტირაძე და მახირ დარზიევი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი ივანე მაჭავარიანი, ასევე  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში თეიმურაზ შარაშენიძე.      

Add to Twitter Add to Facebook