მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა ბაქოში ძველი ქალაქი „იჩერი შეჰერი“ მოინახულა 

საქართველოს პრეზიდენტმა ბაქოში ძველი ქალაქი „იჩერი შეჰერი“ მოინახულა 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ბაქოში არსებული ისტორიული ნაკრძალი - ძველი ქალაქი „იჩერი შეჰერი“ დაათვალიერა. გიორგი მარგველაშვილმა ძველი ქალაქის ქუჩებში გაისეირნა, მოინახულა ბაქოს სიმბოლო,  „ქალწულის კოშკი“ და შირვანშაჰების სასახლე. მას ის ადგილიც აჩვენეს, სადაც  წმინდა ბართოლომეოსს მოკვეთეს თავი.

ქვეყნის პირველ პირს გიდობა პირადად გაუწია ისტორიული არქიტექტორული ნაკრძალის ხელმძღვანელმა სამირ ნურიევმა, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა - ხალიჩა, რომელზეც გამოსახულია სიმამაცის სიმბოლო -ხარის თავი.

ტურის დასასრულს, პრეზიდენტმა „იჩერი შეჰერის“ სამახსოვრო წიგნში ჩანაწერიც დატოვა.

Add to Twitter Add to Facebook