მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა კახში ადგილობრივი ქართველები მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტმა კახში ადგილობრივი ქართველები მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ გაბალადან კახის რაიონს ესტუმრა. კახში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მართლმადიდებელმა ქართველებმა ქვეყნის პირველ პირს ემოციური დახვედრა მოუწყვეს. პრეზიდენტის პატივსაცემად, ტაძრის ეზოში შეკრებილმა მრევლმა ქართული სიმღერებიც შეასრულა. გიორგი მარგველაშვილმა ტაძარს წმინდა გიორგის ხატი უსახსოვრა.

საქართველოს პრეზიდენტმა კახში ქართულ დიასპორასთან გამართა შეხვედრა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან მადლობა გადაუხადა მათ  მშობლიური ტრადიციების შენარჩუნებისა და ორი ქვეყნის  განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.

„შეხვედრა ძალზე ემოციური იყო. როდესაც ჩადიხარ და ნახულობ შენს ხალხს, შენს კულტურას, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს ორი მეგობარი ქვეყნის განვითარებაში, გული სიამაყით გევსება. გიხარია, რომ ისინი ასე ამდიდრებენ სხვა ქვეყნის კულტურასაც. ეს  ადამიანები აზერბაიჯანის ღირსეული მოქალაქეები არიან და ამ ქვეყნას აძლიერებენ. ჩვენი შეხვედრისას, პრეზიდენტმა ალიევმა აღნიშნა, რომ სწორედ ამ ხალხით ძლიერდება აზერბაიჯანი. ჩვენ ვამაყობთ აზერბაიჯანის ქართველობით, ზუსტად ისევე, როგორც  ვამაყობთ ჩვენი ქვეყნის აზერბაიჯანელი მოქალაქეებით“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დიასპორასთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანული მხარის მიერ ახლადგარემონტებულ ქართულ სკოლასაც ესტუმრა, რომელსაც საქართველოს განათლების სამინისტრომ ცოტა ხნის წინათ ქართულენოვანი სახელმძღვანელოები გადასცა.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყნის პირველმა პირმა აქ მცხოვრები ეთნიკური ქართველები მოინახულა.  

საქართველოს პრეზიდენტის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დღეს დასრულდა.

Add to Twitter Add to Facebook