საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​გიორგი მარგველაშვილი OSCE/ODIHR- ის სადამკვირვებლო მისიას შეხვდა

​გიორგი მარგველაშვილი OSCE/ODIHR- ის სადამკვირვებლო მისიას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიას შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო მისიის წარმომადგენლებისგან მოისმინა ის შეფასებები და პოზიციები, რომელიც მათ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით აქვთ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის საქმნიანობის მნიშვნელობას.
ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან  გამართულ შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი ესწრებოდნენ.