საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​გიორგი მარგველაშვილი იეზიდ თანამემამულეებს ახალი წლის დღესასწაულს ულოცავს

​გიორგი მარგველაშვილი იეზიდ თანამემამულეებს ახალი წლის დღესასწაულს ულოცავს

„სულითა და გულით გილოცავთ კლოჩე სარე სალეს, უძველეს დღესასწაულს, რომელიც ახალი წლის დაწყების სიმბოლოა.
ამ შესანიშნავ დღეს თქვენ ზეიმობთ გაზაფხულის შემობრძანებას.
პატივისცემით მინდა აღვნიშნო, რომ თქვენ საუკუნეთა განმავლობაში ინარჩუნებთ ულამაზეს ტრადიციებსა და თვითმყოფადობას.
გისურვებთ სიკეთეს, კეთილდღეობასა და მშივიდობას, თქვენ და თქვენს ოჯახებს“