საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​გიორგი მარგველაშვილი ლიტვა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფს შეხვდა

​გიორგი მარგველაშვილი ლიტვა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლიტვა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკის განვითარებაზე და გაღრმავებაზე.
საუბარი შეეხო ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას და ლიტვის მიერ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე დახმარების გაძლიერების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას.
საქართველოს პრეზიდენტმა მეგობარი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ესაუბრა და რუსული მცოცავი ანექსიის თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე.