საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​გიორგი მარგველაშვილი - ''მოსმენების კანონზე'' ჩემი ჩართულობის განმსაზღვრელი საკონსტიტუციო სასამართლ

​გიორგი მარგველაშვილი - ''მოსმენების კანონზე'' ჩემი ჩართულობის განმსაზღვრელი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ე.წ „მოსმენების კანონთან“ დაკავშირებულ პროცესში მისი ჩართულობის ამოსავალი სწორედ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული გადაწყვეტილებები და შეხედულებები იქნება.
 
"ამ კანონის განხილვის პროცესში პირველ ეტაპზევე, ვიყავი ჩართული, როდესაც საჭირო გახდა მაშინ ვეტოს გამოყენება. მაშინ სხვა მოტივაციით იყო ვეტო, მაგრამ ახლა უკვე ამ კანონის განხილვის კონტექსტში, თქვენი გადაწყვეტილება არის ის, რითიც ვიხელმძღვანელებთ, როდესაც ვითანამშრომლებთ ამ კანონის დახვეწასა და განვითარებაზე'', - მიმართა გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მანანა კობახიძის მიერ მოსამართლის ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.