საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​გიორგი მარგველაშვილმა გაეროს ელჩებთან ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა განიხილა

​გიორგი მარგველაშვილმა გაეროს ელჩებთან ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ გაეროს ელჩებთან ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა.
საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა იმ ხედვაზე, რომელიც აქვს სახელმწიფოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით.
გიორგი მარგველაშვილმა გაეროს ელჩებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა კონკრეტული ტრაგიკული შემთხვევების - გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის შესახებ და ასევე იმ ნაბიჯებზე, რომელსაც საქართველო დგამს საკუთარი მოქალაქეების და თანამემამულეების დასაცავად.
საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ხაზგასმით აღინიშნა, რომ არსებული ვითარება ჰუმანიტარული სამართლის თვალსაზრისით უაღრესად მძიმე და მას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გაეროს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.
შეხვედრისას ასევე განიხილეს გაეროში ლტოლვილთა და დევნილთა შესახებ რეზოლუციასთან დაკავშირებული საკითხები. პრეზიდენტმა საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს აღნიშნული რეზოლუციის მხარდაჭერისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.