საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლა

​გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლა.
საქართველოს პრეზიდენტის სახელით პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ვახშამს ესწრებოდნენ პატრიარქის თანამოსაყდრე, მეუფე შიო და საპატრიარქოს წარმომადგენლები.