საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია მიიღო

​გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია მიიღო, რომელიც თბილისში "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" პროგრამის ფარგლებში იმყოფება.
გიორგი მარგველაშვილმა ფონდის მისიის ხელმძღვანელთან მერსედეს ვერა – მარტინთან და მისიის წევრებთან შეხვედრისას მიმოიხილა საქართველოს საფინანსო სექტორში არსებული მდგომარეობა და ის რეფორმები, რომელიც საფინანსო სექტორის მიმართ მონეტარული პოლიტიკის კუთხით ხორციელდება.
"საერთაშორისო სავალუტო ფონდი საკმაოდ ოპტიმისტურად აფასებს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს. პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, მზადყოფნა და იმედი, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი გააგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას საქართველოს ხელისუფლებასთან რეფორმების წარმატებით განხორციელების პროცესში",- აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.