საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღო

​გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღო. გიორგი მარგველაშვილისა და სალომე ზურაბიშვილის პირისპირ შეხვედრა ავლაბარში, პრეზიდენტის სასახლეში შედგა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრისას უფლებამოსილების გადაბარების პროცესზე, ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობაზე ისაუბრეს.
შეხვედრის პირველ ნაწილს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და სალომე ზურაბიშვილის მომავალი გუნდის წევრი ლაშა ჟვანია ესწრებოდნენ, რის შემდეგაც  გიორგი აბაშიშვილმა და ლაშა ჟვანიამ პირისპირ შეხვედრა გამართეს.
გიორგი მარგველაშვილმა სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და ქვეყნისა და სამშობლოს სასიკეთოდ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, რომ გადაბარების პროცესი მიმდინარეობს დემოკრატიული ფორმებში, ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება.