საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს მიხეილ ნანეიშვილის გარდაცვალების გამო

​პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს მიხეილ ნანეიშვილის გარდაცვალების გამო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მწუხარებას გამოთქვამს საზოგადო მოღვაწის მიხეილ ნანეიშვილის გარდაცვალების გამო.
„მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ფილოსოფოსისა და პოლიტიკური მოღვაწის  მიხეილ ნანეიშვილის გარდაცვალების გამო.
თვალსაჩინო და დასაფასებელია მისი წვლილი საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ქართული პარლამენტარიზმისა და პოლიტიკური დიალოგის კულტურის ჩამოყალიბების პროცესში.
მისმა საქმიანობამ  დიდი კვალი დატოვა ქართული საზოგადოებრივ - პოლიტიკური და სამართლებრივი აზრის ჩამოყალიბების პროცესში.
ამ მძიმე წუთებში ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და ქართულ საზოგადოებას!“, - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.