საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა ციფრული მეწარმეობის ტრეინინგი დააფინანსა

​პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა ციფრული მეწარმეობის ტრეინინგი დააფინანსა

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ციფრული მეწარმეობის შესახებ ტრეინინგს ჩაატარებს.
პროექტის მიზანია ციფრული მეწარმეობის განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირება და  გლობალურ შრომის ბაზარზე ქართველი მეწარმეების კონკურენტუნარიანობის ამაღლება.
პროექტის ფარგლებში 85 აპლიკანტი უფასოდ შეისწავლის მობილური აპლიკაციების შექმნას, გრაფიკული დიზაინის, ციფრული მარკეტინგისა და ციფრული მეწარმეობის კურსს.
კურსის დასრულების შემდეგ, პირველად საქართველოში, შეიქმნება ციფრული საწარმოები რომლის დამფუძნებლები და 100%-იანი წილის მფლობელები ტრეინინგის ფარგლებში გადამზადებული პირები  იქნებიან.
პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია ინფორმაციული ტექნოლოგიების შესახებ საწყისი ეტაპის ცოდნა.  აპლიკანტები გაივლიან გასაუბრებას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. ტრეინინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია.
პროექტის სასწავლო მასალად გამოყენებული იქნება მსოფლიოს წამყვანი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა - Digital Business Academy.
ტრეინინგი 3 აპრილს დაიწყება და 3 თვე გაგრძელდება.