საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​პრეზიდენტმა დედაენის დღესთან დაკავშირებით ღვაწლმოსილი ფილოლოგები და 14 აპრილის სახალხო მოძრაობის მო

​პრეზიდენტმა დედაენის დღესთან დაკავშირებით ღვაწლმოსილი ფილოლოგები და 14 აპრილის სახალხო მოძრაობის მონაწილე ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა დედაენის დღესთან დაკავშირებით ღირსების ორდენებით დააჯილდოვა ღვაწლმოსილ ფილოლოგები და პროფესორები გრივერ ფარულავა, შუქია აფრიდონიძე, დამანა მელიქიშვილი, ლაურა გრიგოლაშვილი და 1978 წლის 14 აპრილის სახალხო მოძრაობის მონაწილე თამარ ჩხეიძე.
დაჯილდოების ცერემონია დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედაენის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე შედგა და გიორგი მარგველაშვილმა ჯილდოები დამსახურებულ ფილოლოგებსა და პროფესორებს თავად გადასცა.
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები პროფესორებს სახელმწიფო ენის შენარჩუნების, ენის, როგორც უწყვეტი სააზროვნო პროცესის ჩამოყალიბებისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნების ხელშეწყობისათვის, ასევე, ქართული ენის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდობის განათლების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცათ.
საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში მათი მოწაფეების მონაწილეობით მათი ღვაწლი გაძლიერდება, რომლის საფუძველიც უკვე შექმნილია უნივერსიტეტში.
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარის თამარ ჩხეიძის დამსახურება, ღირსების ორდენით, ქართული ენის დასაცავად 1978 წლის 14 აპრილის სახალხო მოძრაობაში აქტიური მონაწილეობისა და ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შენარჩუნებაში შეტანილი წვლილისათვის აღინიშნა.