საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს ლიეტუვას პრეზიდენტი და 20-მდე ოფიციალური დელეგაცია ესტუმრება

​საქართველოს ლიეტუვას პრეზიდენტი და 20-მდე ოფიციალური დელეგაცია ესტუმრება

25 მაისს საქართველოს საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, ლიეტუვას პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ესტუმრება, რომელიც თბილისს სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა.
პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ საქართველოსა და ლიეტუვას პრეზიდენტები პირისპირ შეხვედრას გამართავენ, რის შემდეგაც მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, საქართველოს დღეს ასევე ეწვევიან პოლონეთის, სლოვაკეთის, ლატვიის, ფინეთის, სომხეთისა და ევროკომისიის პრეზიდენტები.
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფოს მეთაურებისა და საერთაშორისო დელეგაციების ხელმძღვანელებისათვის დაგეგმილია დახვედრის ოფიციალური ცერემონია, რომელშიც ქართული მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე.
პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მთავარ საზეიმო ღონისძიებაზე, თავისუფლების მოედანზე, 6 ქვეყნის პრეზიდენტი და ევროკომისიის პრეზიდენტი ქართველ ხალხის წინაშე წარსდგებიან და საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის ეროვნულ დღესასწაულს მიულოცავენ.
პრეზიდენტებისა და საერთაშორისო დელეგაციების მონაწილეობით გაიმართება მრგვალი მაგიდა პარლამენტში "თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის - მომავალი ასწლეულის სტრატეგია" და საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი.