საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს პრეზიდენტი ანგელა მერკელს არჩევნებში ხელახალ გამარჯვებას ულოცავს

​საქართველოს პრეზიდენტი ანგელა მერკელს არჩევნებში ხელახალ გამარჯვებას ულოცავს

“ჩემთვის დიდი პატივია მოგილოცოთ ხელახალ არჩევნებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის თანამდებობაზე გამარჯვება.
მსურს აღვნიშნო, რომ გერმანელმა ხალხმა ხმა მისცა ქვეყნის გაძლიერებას, მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას შემდგომი კეთილდღეობისა და წარმატებისათვის.
მაშინ როდესაც მთელი სამყარო და კაცობრიობა ახალი გამოწვევების, ურთიერთდაკავშირებული და მზარდი საფრთხეების წინაშე დგას, თქვენი, როგორც კანცლერის როლი არსებითად მნიშვნელოვანია.
მჯერა, რომ თქვენი ხელმძღვანელობით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა წარმატებით გაართმევს თავს არსებულ გამოწვევებს და ახალ მწვერვალებს მიაღწევს ქვეყნის წარმატებული განვითარებისათვის.
ნება მიბოძეთ ვისარგებლო შემთხვევით და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო დიდად აფასებს მეგობრულ და ორმხირვად სასარგებლო ურთიერთობებს თქვენს ქვეყანასთან, როგორც ჩვენს ძლიერ პარტნიორთან.
დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ხანგრძლივი მეგობრობა და თანამშრომლობა, მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ჩვენი ერების საკეთილდღეოდ.
თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები. გისურვებთ წარმატებას ყველა თქვენს წამოწყებაში, რომელიც  მეგობარი გერმანელი ხალხის მშვიდობასა და კეთილდღეობას მოემსახურება“, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ მილოცვის წერილში.