საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს პრეზიდენტი გიგი წერეთელს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობას ულოცავს

​საქართველოს პრეზიდენტი გიგი წერეთელს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობას ულოცავს

„ვულოცავ ბატონ გიგი წერეთელს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობას. საქართველოს წარმომადგენლის მიერ ასეთი მაღალი და საპასუხისმგებლო პოსტის დაკავება ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციაში უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის.
ეუთოს განსაკუთრებული მისია აკისრია ევროპის უსაფრთხოებისა და მომავალი კეთილდღეობისათვის, ამიტომაც მისი საპარლამენტო ასამბლეის დღის წესრიგში საქართველოს პრობლემატიკის გააქტიურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ვულოცავ ბატონ გიგი წერეთელს და ვუსურვებ წარმატებებს მომავალ საქმიანობაში“,- აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.