მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს პრეზიდენტმა „ალილოს“ მსვლელობის მონაწილეებს შობა მიულოცა

​საქართველოს პრეზიდენტმა „ალილოს“ მსვლელობის მონაწილეებს შობა მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა "ალილოს" ათონელის სასახლესთან უმასპინძლა, მსვლელობის მონაწილეებს შობა მიულოცა და საჩუქრები გადასცა:
"გილოცავთ ყველას შობის დღესასწაულს. მე ვარ ძალიან მოხარული, რომ პირველად ამ სასახლესთან გამოიარა ალილომ და მგონი, რომ ეს არის ძალიან სასიხარულო ამბავი, ძალიან ლამაზი ტრადიცია. ყველას გილოცავთ ქრისტეშობის დღეს და დღესასწაულს. მისი მადლი ფარავდეს ყველა ოჯახს და სრულიად საქართველოს და თქვენ, ჟურნალისტებს პირადად, ვინც დიდხანს, ზოგჯერ სიცივეში მელოდებით, თქვენც გილოცავთ და გისურვებთ ბედნიერი იყოს ეს შობის დღე თქვენთვის",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
Add to Twitter Add to Facebook