მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გაა

​საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
გიორგი მარგველაშვილმა ამერიკელი სენატორის და საქართველოს ეროვნული გმირის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და სამძიმარი გამოუცხადა ჯონ მაკკეინის ოჯახსა და მეგობრებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოში.
გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა სენატორ მაკკეინის მოღვაწეობის მნიშვნელობას და მის განსაკუთრებულ ღვაწლს და მხარდაჭერას ქართული სახელმწიფოს გაძლიერების საქმეში.
„სენატორი მაკკეინი ასახიერებდა ყოველივე იმას, რაც ჩვენ გვიყვარს ამერიკაში. პრინციპულობას, იდეალების სამსახურს და სიმტკიცეს. 2008 წელს მან მთელს მსოფლიოს აუწყა, რომ ის არის ქართველი და ის არის ქართველი ხალხის ეროვნული გმირი. შესაბამისად ჩვენ ამერიკელებთან ერთად ვგლოვობთ მის გარდაცვალებას. ღმერთი ფარავდეს მის სულს, ღმერთი ფარავდეს მის ოჯახს და შეერთებულ შტატებს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
Add to Twitter Add to Facebook