საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცნობილი ქართველი მხატვრის გია ბუღაძის გამოფენა დაათვა

​საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცნობილი ქართველი მხატვრის გია ბუღაძის გამოფენა დაათვალიერა

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში პრეზიდენტსა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, თავად მხატვარმა გია ბუღაძემ უმასპინძლა და საქართველოს პრეზიდენტს გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრებისა და გამოფენის კონცეფციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
გია ბუღაძის გამოფენა - სერია "Olim- ოდესღაც" მეგალოგრაფიაა, რომელიც 33 ნაწილისაგან, 33 დამოუკიდებელი სურათისაგან შედგება, რაც მთლიანობაში, თავად ავტორის განცხადებით, ერთი მასშტაბური და აქტუალური იდეის, თუ პრობლემის დასმისაკენაა მიმართული და აყენებს საკითხს შენახვის, გადანახვის, დაფარვის და გადარჩენის.
ეს სერია გულისხმობს ძვირფასის, ძველის შენახვას, რადგან ის, რაც სათუთად ინახება ყოველთვის შეიძლება გაცხადდეს.