საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან და მოსამართლეებთან საკონსტიტუციო

​საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან და მოსამართლეებთან საკონსტიტუციო რეფორმის საკითხები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "კონსტიტუცია ყველასია" კამპანიის ფარგლებში დღეს ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეებს შეხვდა.
საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო რეფორმის დოკუმენტის ის ნაწილი განიხილეს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს შეეხება.
საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ბათუმში ყოფნისას ყოველთვის სტუმრობს სასამართლოს ამ საკონსტიტუციო ორგანოს პატივისცემის ნიშნად.
„დღეს ბათუმში "კონსტიტუცია ყველასია" კამპანიის ფარგლებში ვიმყოფები და მქონდა შესაძლებლობა პატივცემული მოსამართლეებისთვის მეკითხა ზოგადად, რას ფიქრობენ საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ნაწილთა მიმართებაში, რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს'', - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.