საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს პრეზიდენტს ცხრა ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

​საქართველოს პრეზიდენტს ცხრა ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
საქართველოს სახელმწიფო მეთაურს რწმუნებათა სიგელები ცხრა ქვეყნის: ესპანეთისა და მაროკოს სამეფოების, ასევე ტუნისის, ზამბიის, განას, უზბეკეთის, ჰონდურასის, გაიანისა და ლიბანის რესპუბლიკების არარეზიდენტმა ელჩებმა გადასცეს.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა არარეზიდენტ ელჩებს არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა. გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატებთან ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა, დიპლომატიური ურთიერთობის განვითარების პერსპექტივები განიხილა და მათ შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.