საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს პრეზიდენტს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩმა კარლ ჰარცელმა რწმუნებათა სი

​საქართველოს პრეზიდენტს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩმა კარლ ჰარცელმა რწმუნებათა სიგელი გადასცა

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე, ასოცირების ხელშეკრულების შესრულების საკითხში არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემატიკაზე ისაუბრეს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა განაცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ ევროინტეგრაცია საქართველოს ერთერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია განხილული იქნა სწორედ ის დღის წესრიგი, რომელიც ევროინტეგრაციის მიმართულებით არსებობს. ასევე სამომავლო გეგმები, რომელიც უნდა განხორციელდეს.
"ევროკავშირი აქტიურადაა ჩართული ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში, ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირის მონიტორინგის მისია. განხილული იქნა ასევე უსაფრთხოების საკითხები", - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.
კარლ ჰარცელის განცხადებით, მისთვის დიდი პატივია დაკისრებული ამოცანის შესრულება და მოწიწებით ეკიდება მას. "ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია საქართველოში ჩამოსვლა და აქ მუშაობა. მე უკვე ოფიციალურად ვარ ევროკავშირის ელჩი საქართველოში. მქონდა ძალიან კარგი შეხვედრა პრეზიდენტთან. ჩვენ გვაქვს საერთო შეხედულებები საქართველო- ევროკავშირის ურთიერთობებთან და სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით. ასევე გვაქვს დაახლოებული ხედვები, როგორ უნდა განვავითაროთ და გავაღრმავოთ ისედაც ბრწყინვალე ურთიერთობები", -აღნიშნა კარლ ჰარცელმა.