საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს პრეზიდენტს უნგრეთის ელჩმა საქართველოში რწმუნებათა სიგელები გადასცა

​საქართველოს პრეზიდენტს უნგრეთის ელჩმა საქართველოში რწმუნებათა სიგელები გადასცა

გიორგი მარგველაშვილს საქართველოში უნგრეთის ახლად დანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვიქტორია ჰორვატმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.
სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, ქვეყნის პირველმა პირმა უნგრელ დიპლომატთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.
საუბარი ასევე შეეხო ქვეყნებს შორის უმაღლეს დონეზე გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობას.
ახლად დანიშნულმა ელჩმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, არაღიარების პოლიტიკის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა.
საქართველოს პრეზიდენტმა ვიქტორია ჰორვატს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.