საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს ყველა მოქალაქეს მინდა მოვუწოდო, შეასრულოს გადამწყვეტი როლი ქვეყნის ხელისუფლების ფორმირე

​საქართველოს ყველა მოქალაქეს მინდა მოვუწოდო, შეასრულოს გადამწყვეტი როლი ქვეყნის ხელისუფლების ფორმირების პროცესში - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მეექვსე საარჩევნო უბანზე გააკეთა. ქვეყნის პირველმა პირმა მოქალაქეებს არჩევნებში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მე მინდა მივულოცო საქართველოს მოქალაქეებს დღევანდელი აქტიურობა, რომელსაც საარჩევნო უბანზე ვხედავ. მიხარია და მეამაყება, რომ ქართველი ამომრჩეველი ასე აქტიურად გამოხატავს თავის პოზიციას. ზოგისათვის ეს რთული არჩევანია, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მოვუწოდო, აუცილებლად მივიდეს საარჩევნო უბანზე, გამოიყენოს თავისი ბიულეტენი, დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი, შეასრულოს გადამწყვეტი როლი ქვეყნის ხელისუფლების ფორმირების პროცესში.
გმადლობთ ასეთი აქტივობისათვის და დარწმუნებული ვარ, ეს აქტიურობა გაგრძელდება მომავალშიც - დღის განმავლობაში, რაც იმის გარანტია, რომ არჩევნები ჩატარდება მაღალ დონეზე და იქნება ნაკლები დარღვევები”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.