საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​სლოვაკეთის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილს მშობლიურ მხარეში, ქალაქ ლევოჩაში უმასპინძლა

​სლოვაკეთის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილს მშობლიურ მხარეში, ქალაქ ლევოჩაში უმასპინძლა

სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ საქართველოს პრეზიდენტს და პირველ ლედის მშობლიურ მხარეში, ქალაქ ლევოჩაში უმასპინძლა.
ლევოჩაში პრეზიდენტებსა და დელეგაციას ადგილობრივმა მოსახლეობამ გულთბილი დახვედრა მოუწყო.
ანდრეი კისკას და გიორგი მარგველაშვილს ლევოჩას მერმა მილან მაიერსკიმ მერიის ისტორიული შენობა დაათვალიერებინა და ცნობილი მხატვრის ნამუშევრები უსახსოვრა. გიორგი მარგველაშვილმა ლევოჩას მუნიციპალიტეტის ისტორიულ შენობაში საპატიო სტაუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა. რის შემდეგაც საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა წმინდა იაკობის სახელობის ეკლესიაში ლევოჩელი ოსტატის პაულის მიერ შესრულებული გოთიკური საკურთხეველი დაათვალიერეს.
"პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ძვირფას მეგობარს, პრეზიდენტ კისკას ჩემი მასპინძლობისათვის ლევოჩაში.
ოფიციალური ვიზიტების ფარგლებში ყოველთვის გვეძლევა ქვეყნის ღირსშესანიშნაობების დათვალიერების საშუალება და მე მოხიბლული ვარ როგორც ამ ქალაქით, ასევე იმ კათედრალით, რომელსაც ვეწვიეთ.
მონასტერში სტუმრობისას განსკუთრებული ემოციები გამოიწვია ორღანზე შესრულებულმა მუსიკამ.
მოხიბლულები ვართ აქაური სტუმართმოყვარეობით, თუ როგორ გვიმასპინძლა ქალაქის მერიამ და მოქალაქეებმა. მე ძალიან მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობისათვის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.