მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​ვილნიუსში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

​ვილნიუსში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ვილნიუსში, საპატიო ყარაულის თანხლებით, ლიეტუვის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს ორი ქვეყნის სახელმწიფო დროშებს. შესრულდა საქართველოს და ლიეტუვის სახელმწიფო ჰიმნები.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა და დალია გრიბაუსკაიტემ ოფიციალური ფოტო გადაიღეს და საქართველოს პრეზიდენტმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტებმა, პატივისცემის ნიშნად, საჩუქრები გაცვალეს.

სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუველ კოლეგას ცნობილი, ქართველი მხატვრის, ზურაბ ნიჟარაძის ნატურმორტი უსახსოვრა.
ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის ხათუნა სალუქვაძის განცხადებით, ლიეტუვა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მიისწრაფვის იქითკენ, რომ ევროინტეგრაცის პროცესში საქართველოს მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერის კონსოლიდაცია მოახდინოს.

„ვიზიტისას საუბარი შეეხება ქვეყნებს შორის არსებულ ყველა სტრატეგიულ მიმართულებას. 
ლიეტუვა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ გვაქვს ურთიერთმხარდაჭერა ყველა აქტუალურ მიმართულებაზე. 
ლიეტუვა არის ქვეყანა, რომელიც მაქსიმალურად უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებას, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ნატოსა და ევროკავშირს.
ლიეტუვა მიისწრაფვის იმისკენ, რომ ევროინტეგრაციის გაზაზე საქარველოს პარტნიორების და ერთგული მეგობრების მხარდადჭერის კონსოლიდაცია მოხდეს”, – განაცხადა ხათუნა სალუქვაძემ.
Add to Twitter Add to Facebook