საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   გიორგი მარგველაშვილი - არ შეიძლება ლევან ყიფიანის მიმართ ზურგის შექცევა

გიორგი მარგველაშვილი - არ შეიძლება ლევან ყიფიანის მიმართ ზურგის შექცევა

"არ შეიძლება ლევან ყიფიანის მიმართ ზურგის შექცევა და ყველას უნდა ჰქონდეს იმის უფლება, შესაძლებლობა და იმედი, რომ თანამებრძოლები მას არ მიატოვებენ “, - აღნიშნული განცხადება გიორგი მარგველაშვილმა დღეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას გააკეთა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, არ შეიძლება ზურგის შექცევა ლევან ყიფიანი მიმართ და იმის არგააზრება, რომ ის შესაძლოა რთულ ვითარებაში იმყოფება. "მე პირადად, ლევან ყიფიანთან ერთად ვიდექი და ვაპროტესტებდი იმ რეჟიმს, რომლის წარმომადგენლებიც დღეს არიან ხელისუფლებაში, მაშინ ადეიშვილის და კეზერაშვილის კაბინეტებში ისხდნენ. დღეს, როდესაც მე ვხედავ, როგორ შტაბელებად შეაქციეს ზურგი ჩვენს თანამებრძოლს - ლევან ყიფიანს, ვინც ჩვენთან ერთად იდგა, მაშინ როდესაც მე ვეღარ ვიხსენებ იმ ადამიანებს, ვისაც დღეს ვხედავ პოლიტიკურ ელიტაში, მე არცერთი მათგანი არ მახსოვს, მაგრამ ლევანი იდგა ჩვენთან ერთად, ლევანი იბრძოდა ჩვენთან ერთად, ლევანი იყო ჩემი კოლეგა მინისტრი, როდესაც ჩვენ ვიყავი კოლექტიური ორგანოს მინისტრთა კაბინეტის წევრები“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.