საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   გიორგი მარგველაშვილმა ნატოს სამიტში მონაწილე ქვეყნების დელეგაციათა ხელმძღვანელების პატივსაცემად გამა

გიორგი მარგველაშვილმა ნატოს სამიტში მონაწილე ქვეყნების დელეგაციათა ხელმძღვანელების პატივსაცემად გამართულ მიღებაში მიიღო მონაწილეობა

ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბელგიის, როგორც მასპინძელი ქვეყნის მიერ ნატოს ბრიუსელის სამიტში მონაწილე ქვეყნების დელეგაციათა ხელმძღვანელების პატივსაცემად გამართულ მიღებაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს სამიტში მონაწილე წევრი და პარტნიორი ქვეყნების დელეგაციათა ხელმძღვანელებთან ერთობლივი ფოტო  გადაიღო და ბრიუსელში,  სენკანტენერის  მოედანზე საგანგებოდ დადგმულ პერფორმანსს დაესწრო.
დღესვე გაიმართა ნატოს ბრიუსელის სამიტში მონაწილე პარტნიორი ქვეყნების დელეგაციათა ხელმძღვანელების სამუშაო სადილი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს ელჩი ნატოში ალექსანდრე მაისურაძე ესწრებოდნენ.