მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   პრეზიდენტი ახალქალაქში დოკუმენტური ფილმის ,,იაკობ გოგებაშვილი -ცხოვრება და მოღვაწეობა" ჩვენებას დაეს

პრეზიდენტი ახალქალაქში დოკუმენტური ფილმის ,,იაკობ გოგებაშვილი -ცხოვრება და მოღვაწეობა" ჩვენებას დაესწრო

პრეზიდენტი ახალქალაქში ,,დედაენის დღესთან" დაკავშირებით, წმინდა ნინოს სახელობის სასულიერო სასწავლებელში დოკუმენტური ფილმის ,,იაკობ გოგებაშვილი -ცხოვრება და მოღვაწეობა" ჩვენებას დაესწრო. პრეზიდენტს სასულიერო სასწავლებელში ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა უმასპინძლა და იაკობ გოგებაშვილის მოღვაწეობასა და მის განსაკუთრებულ ღვაწლზე გაამახვილა ყურადღება. ფილმის დამდგმელი რეჟისორია დავით (თეიმურაზ) სიხარულიძე, პროდიუსერი გელა კანდელაკი. ფილმი მოგვითხრობს ქართული პედაგოგიკის კლასიკოსის იაკობ გოგებაშვილის ცხოვრების უცნობ ეპიზოდებზე და მის ღვაწლზე ერისა და ქვეყნის წინაშე. ფილმი აგებულია ფოტოდოკუმენტებსა და იაკობ გოგებაშვილის პირადი ხელნაწერების საარქივო მასალებზე.
Add to Twitter Add to Facebook