მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   პრეზიდენტმა ,,დედაენის დღისადმი" მიღვნილ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა

პრეზიდენტმა ,,დედაენის დღისადმი" მიღვნილ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ახალქალაქში ,,დედაენის დღესთან" დაკავშირებით, კულტურის ცენტრში სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა, რომლებმაც ,,ვეფხისტყაოსნის" კითხვისა და ხატვის კონკურსში გაიმარჯვეს. სალომე ზურაბიშვილს ახალქალაქის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ,,ვეფხისტყაოსნიდან" ამორჩეული მონაკვეთები წაუკითხეს. პრეზიდენტმა კულტურის ცენტრის ფოიეში ახალქალაქის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების მიერ ,,ვეფხისტყაოსნის" თემატიკაზე შექმნილი და გამოფენილი საკონკურსო ნამუშევრებიც დაათვალიერა. სალომე ზურაბიშვილმა ასევე დააჯილდოვა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებმაც ქართული ენის კალიგრაფიის კონკურსში გაიმარჯვეს. პრეზიდენტმა გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა.
Add to Twitter Add to Facebook