მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   პრეზიდენტმა სამუსიკო სკოლის მოსწავლეები სასახლეში დაპატიჟა

პრეზიდენტმა სამუსიკო სკოლის მოსწავლეები სასახლეში დაპატიჟა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის №1 სამუსიკო სკოლის მოსწავლეები თბილისში პრეზიდენტის სასახლეში სტუმრად მიიწვია.

აღნიშნული განცხადება სალომე ზურაბიშვილმა სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეების კონცერტის შემდეგ გააკეთა, რომელსაც წყალტუბოში დაესწრო.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეების მშობლებს შესანიშნავი ახალგაზრდების აღზრდისა და კლასიკური მუსიკის სფეროში უკვე მიღწეული წარმატებებისათვის.
როგორც სასწავლებლის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ნიშანდობლივია, რომ  ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო, დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალს - მელიტონ ბალანჩივაძის სახ. №1 სამუსიკო სკოლას თებერვლის თვეში დაარსებიდან 100 წელი შესრულდა და სწორედ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს და  პრეზიდენტის იმერეთის რეგიონში სტუმრობას მიუძღვნა სკოლამ აღნიშნული კონცერტი.

"დარწმუნებული ვარ, რომ წყალტუბო გაცოცხლდება და თქვენ ხართ მისი გაცოცხლების პირველი  ნიშანი.  სწორედ ქართული კულტურა წარმოადგენს ქვეყნის ტურისტული განვითარების ნაწილს", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ მ. ბალანჩივაძის სახელობის N 1 სამუსიკო სკოლა და  წყალტუბოს თეიმურაზ კობახიძის სახელობის სამუსიკო სკოლა.
Add to Twitter Add to Facebook