საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ემანუელ მაკრონის სახელით გამართულ ოფიციალურ ვახშამს დაესწრნენ

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ემანუელ მაკრონის სახელით გამართულ ოფიციალურ ვახშამს დაესწრნენ

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი პარიზში, ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონების სახელით, პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ  ვახშამს დაესწრნენ.
ორსეს მუზეუმში, ოფიციალური ვახშმის დაწყებამდე, ფრანგულმა მხარემ მაღალი რანგის სტუმრებს პიკასოს გამოფენა ,,ცისფერი და ვარდისფერი“ დაათვალიერებინა.  ოფიციალურ ვახშამზე ემანუელ მაკრონმა საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებს მიმართა და მსოფლიო ლიდერებს გამოწვევებით აღსავსე მსოფლიოში მშვიდობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონებმა, 11 ნოემბერს ტრიუმფალურ თაღთან დაგეგმილ ცერემონიამდე საქართველოს დელეგაციასთან ერთად, მსოფლიო ლიდერებს - დონალდ ტრამპს, ანგელა მერკელს, ჯასტინ ტრუდოს და სხვებს უმასპინძლეს.