საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი პაკისტანელ კოლეგას პაკისტანში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო უსამძიმრებს

საქართველოს პრეზიდენტი პაკისტანელ კოლეგას პაკისტანში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო უსამძიმრებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის  პრეზიდენტს, მის აღმატებულება მამნუნ ჰუსეინს პაკისტანში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო უსამძიმრებს:
„თქვენო აღმატებულებავ,
ნება მომეცით ღრმა მწუხარება გამოვთქვა ლალ შაბაზ ქალანდარის სალოცავში მომხდარი შემზარავი ტერორისტული თავდასხმის გამო.
საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად განაგრძობს თანამედროვე მსოფლიოს ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლას.
მწუხარების ჟამს, საქართველო სოლიდარობასა და თანადგომას უცხადებს პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის ხალხს. ვუსამძიმრებ ტრაგიკული ვითარების დროს დაღუპულთა ოჯახებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს.
თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ საქართველოს მხარდაჭერისა და თანადგომის იმედი“, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის წერილში.