საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა NDI -ის სადამკვირვებლო მისია მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა NDI -ის სადამკვირვებლო მისია მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა NDI - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის სადამკვირვებლო დელეგაცია მიიღო.
გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის სადამკვირვებლო დელეგაციას მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ კვლავ აქტიურად არიან ჩართულნი საარჩევნო პროცესებში და წინასწარ დასკვნას დადებენ თვითმმართველობის არჩევნების მზადების პროცესთან დაკავშირებით.
საქართველოს პრეზიდენტმა სადამკვირვებლო მისიას ინფორმაცია მიაწოდა თვითმმართველობისა და სააარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით. ასევე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის პროცესს.
შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ესწრებოდნენ.