საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA)  გენერალური დირექტორი იუკია ამანო მიიღო, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრაზე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოში არსებული მდგომარეობა და ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განიხილეს, რომლებიც საქართველოში საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მიზნით ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროს რეფორმირების ძირითად წყაროს წარმოადგენს.
აესს-ს გენერალურმა დირექტორმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოში მიმდინარე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულების რეფორმირების მხარდაჭერა და გრძელვადიანი თანამშრომლობის ინტერესი გამოთქვა.
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და სტუმარს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე მაკა ბოჭორიშვილი, საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი თეა მაისურაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი.