საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრეზიდენტსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

სატელეფონო საუბრისას, რომელიც პეტრო პოროშენკოს ინიციატივით შედგა, უკრაინის პრეზიდენტმა აგვისტოს ომიდან 9 წლის შემდეგ, პირადად მისი და სრულიად უკრაინის სახელით ქართველ ხალხს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა და თანადგომა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
როგორც პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, ორი ქვეყნის ერთობლივი ბრძოლა უსამართლობისა და აგრესიის წინააღმდეგ, რომელიც კოორდინირებულად მიმდინარეობს წარმატებით დასრულდება.
უკრაინის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ მისი ემოციური  დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, საქართველოში ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა და სჯერა, რომ სტრატეგიული თანამშრომლობა თავის შედეგს გამოიღებს.
თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინელ კოლეგას თანადგომისთვის, ხაზი გაუსვა  სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და უკრაინელ ხალხს გმირულ ბრძოლაში მხარდაჭერა გამოუცხადა.