საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   შოთა რუსთაველის სახელობისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების კომისია აცხადებს კონკურსს შოთა რუსთა

შოთა რუსთაველის სახელობისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების კომისია აცხადებს კონკურსს შოთა რუსთაველის სახელობისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების მოსაპოვებლად

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 11 აპრილის N11/04/02 განკარგულებით დამტკიცებული შოთა რუსთაველის სახელობისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების კომისია 2018 წლის 11 აპრილიდან პირველი მაისის ჩათვლით, აცხადებს კონკურსს შოთა რუსთაველის სახელობისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების მოსაპოვებლად.
შოთა რუსთაველის სახელობის პრემია პირს ენიჭება ლიტერატურის, მუსიკის, კინოხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, სახვითი ხელოვნების ან არქიტექტურის დარგში შექმნილი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომლის მხატვრულმა ღირსებებმა საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და განმსჭვალულია პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.
ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია პირს ენიჭება ლიტერატურის დარგში (პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა) უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებ(ებ)ისათვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.
ინფორმაცია პრემიის მინიჭების პირობების, კანდიდატთა წარდგენის წესის, ნაწარმოების წარდგენისათვის დადგენილი პირობების, კონკურსში მონაწილეობისათვის წარსადგენი დოკუმენტაციის, ასევე საკონკურსო განაცხადისა, და თანდართული მასალის მიღების ვადისა და ადგილის შესახებ, მითითებულია პრესრელიზზე თანდართულ დოკუმენტში.


შოთა რუსთაველის სახელობისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების კონკურსის გამოცხადების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 23 მარტის N104 ბრძანებულება