საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი


maka-chichua-(1).jpgმაკა ჩიჩუა

დაიბადა 1971 წლის 31 მარტს, თბილისში.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.
სხვადასხვა წლებში საქმიანობდა სამოდელო, მუსიკალურ, სატელევიზიო სფეროებსა და კინოინდუსტრიაში. გადაღებულია რამდენიმე მუსიკალურ რგოლსა და მხატვრულ ფილმში.
2000 წლიდან თანამშრომლობდა სხვადასხვა ტელეკომპანიასთან („მზე“, „მეცხრე არხი“, „პიკი“, „ტვ-3“), მუშაობდა ტელეწამყვანის, ვიზუალური ჯგუფის ხელმძღვანელის, არტდირექტორის პოზიციებზე. 2015 წელს მხატვრულად გააფორმა ახალგაზრდული ლიტერატურული ფესტივალის ერთ-ერთი გამარჯვებულის წიგნი.
მაკა ჩიჩუამ და საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2014 წელს იქორწინეს.
იგი, როგორც პირველი ლედი, განსაკუთრებით ზრუნავს ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ქალთა უფლებების დაცვისათვის, მონაწილეობს ამ თემებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.

ჰყავს ორი შვილი: მარიამ ჩიჩუა (დაბადებული 1991 წელს) და თეიმურაზ მარგველაშვილი (დაბადებული 2015 წელს).
 

პირველი ლედის აქტივობა

 
 1 2 3 4 5 6 7 8 9 10