მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

საჯარო ინფორმაცია | სამართლებრივი აქტები | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N 16

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N 16

N 16      2019 წლის    11 იანვარი     ქ. თბილისი
 
„შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე
 
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 27/03/2014; 010210000.08.002.016923) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კომისიის შემადგენლობა, მათ შორის, კომისიის თავმჯდომარე, განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით. კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს სახალხო დამცველი და სხვა წევრები.
4. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის მდივანს.“.
მუხლი 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2019 წლის 11 იანვრიდან.
 
 
 
სალომე ზურაბიშვილი