მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

საჯარო ინფორმაცია | სამართლებრივი აქტები | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N 84

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N 84

N 84    2019 წლის    14 თებერვალი   ქ. თბილისი
 
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის  №963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 19.12.2013, 010210040.08.002.016900) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ადმინისტრაციის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ათონელის  ქ. N25, საფოსტო ინდექსი - 0114.“.

მუხლი 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
 
 

სალომე ზურაბიშვილი