საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი


ეროვნული გმირის ორდენი
1_2.jpg
წმინდა გიორგის სახელობის
გამარჯვების ორდენი
1_3.jpg
ბრწყინვალების საპრეზიდენტო
ორდენი
2_1.jpg
დავით აღმაშენებლის ორდენი
2_2.jpg
ოქროს საწმისის ორდენი
2_3.jpg
ვახტანგ გორგასლის ორდენი
I ხარისხის
3_1.jpg

ვახტანგ გორგასლის ორდენი
II ხარისხის
3_2.jpg

ვახტანგ გორგასლის ორდენი
III ხარისხის
3_3.jpg

ღირსების ორდენი
4_1.jpg
მედალი
"საბრძოლო დამსახურებისათვის"
4_2.jpg
მედალი
"მხედრული მამაცობისათვის"
4_3.jpg
ღირსების მედალი

 

 

 

საქართველოს  კანონი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. დაწესდეს საქართველოს შემდეგი სახელმწიფო ჯილდოები – ორდენები და მედლები:

ა) ეროვნული გმირის ორდენი;

ბ) წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი;

გ) დავით აღმაშენებლის ორდენი;

გ1) თამარ მეფის ორდენი; (31.07.2009 N 1553)

გ2) ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი; (31.07.2009 N 1553)

გ3) წმინდა ნიკოლოზის ორდენი; (31.07.2009 N 1553)

დ) ოქროს საწმისის ორდენი;

ე) ვახტანგ გორგასლის ორდენი – I, II, III ხარისხისა;

ვ) ღირსების ორდენი;

ვ1) მედალი „სამოქალაქო თავდადებისათვის“; (18.06.2010 N 3110)

ზ) მედალი „მხედრული მამაცობისათვის“;

თ) მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“;

ი) ღირსების მედალი.

(24.06.2004 N 217)

2. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების დებულებას საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს დადგენილებით. (31.07.2009 N 1553)

3. დაწესდეს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებზე ერთდროული ფულადი პრემია: (18.06.2010 N 3110)

ა) ეროვნული გმირის ორდენზე – 10 000 ლარი;

ბ) წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე – 6 000 ლარი;

გ) დავით აღმაშენებლის ორდენზე – 4 000 ლარი;

დ) თამარ მეფის ორდენზე – 1 000 ლარი;

ე) ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენზე – 1 000 ლარი;

ვ) ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენზე – 2 000 ლარი;

ზ) ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენზე – 1 000 ლარი;

თ) ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენზე – 600 ლარი;

ი) ღირსების ორდენზე – 600 ლარი;

კ) მედალზე „სამოქალაქო თავდადებისათვის“ – 1 000 ლარი;

ლ) მედალზე „მხედრული მამაცობისათვის“ – 400 ლარი.

31. ამ კანონის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებზე დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიები გაიცემა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე. (27.04.2010 N 3026)

 4. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით სიკვდილის შემდეგ დაჯილდოების შემთხვევაში ერთდროული ფულადი პრემია გადაეცემა დაჯილდოებული პირის მემკვიდრეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული წესით.

5. მედლით "მხედრული მამაცობისათვის" სამჯერ დაჯილდოებულ პირს გადაეცემა პრეზიდენტის სამახსოვრო საჩუქარი.

6. დავით აღმაშენებლის ორდენით, ვახტანგ გორგასლის I, II და III ხარისხის ორდენებით დაჯილოებული პირი სარგებლობს:

ა) დადგენილი წესით ქვეყნის შიგნით საზოგადოებრივი ტრანსპორტით სახელმწიფოს ხარჯზე მგზავრობის უფლებით;

ბ) კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს ხარჯზე სავალდებულო სამედიცინო დაზღვევით. (28. 10.97. N1008 პრალემნტის უწყებანი N45)

7. ამ კანონის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებზე დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიები გაიცეს იმ პირებზე, რომლებიც:

ა) დაჯილდოვდებიან 2003 წლის 1 იანვრიდან;

ბ) მონაწილეობდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის – აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში და დაჯილდოვდნენ საბრძოლო მოქმედებებში გამოჩენილი მამაცობისა და გმირობისათვის; (20.04.2005 N 1339)

            გ) დაჯილდოვდნენ სიკვდილის შემდეგ. (29.01.2003 N1951)

            8. ამ კანონის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე დაწესებული ერთდროული ფულადი პრემია იმ პირებზე, რომლებიც მითითებულნი არ არიან ამ კანონის მე-7 პუნქტში, გაიცეს 2006 წლის 1 იანვრიდან. (29.12.2004 N 855)

 

თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური                                  ე.შევარდნაძე.

 

საქართველოს პარლამენტის სპიკერი                                           ვ.გოგუაძე.

 

თბილისი,

1992 წლის 24 დეკემბერი.

 

 

საქართველოს სახელმწიფო

ჯილდოების - ორდენებისა და მედლების

დებულება

ამოღებულია (31.07.2009 N1554) 

 

 

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 

N 321        2005 წლის 7 მაისი           ქ.თბილისი

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ

 

1. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდო-ების თანდართული წესი და დანართები (დანართი N 1, N 2 და N 3).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს რესპუბლიკის ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების წესის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 18 იანვრის N 3 ბრძანებულება. 

                                                                        მიხეილ სააკაშვილი  

                                                 დამტკიცებულია საქართველოს 
                                                პრეზიდენტის 2005 წლის  
                                             7 მაისის N 321 ბრძანებულებით

 

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების  წესი

 მუხლი 1.

სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისა და მამაცობის, აგრეთვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში განსაკუთრებული პირადი წვლილის აღსანიშნავად დაწესებულია საქართ-ველოს სახელმწიფო ჯილდოები – ორდენები და მედლები.

მუხლი 2.

1. გადაწყვეტილებას ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ იღებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. საქართველოს მოქალაქეების გარდა, ორდენებითა და მედლებით შეიძლება დაჯილდოვდნენ უცხო ქვეყნების მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არის გათვალისწინებული.

მუხლი 3 (15.07.2011 N 382)

1. იმ დამსახურებათა ჩამონათვალი, რომელთათვისაც ხდება დაჯილდოება, აგრეთვე დაჯილდოებისა და ჯილდოების ტარების სპეციალური წესები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების აღწერილობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.

მუხლი 4.

1. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით ჯილდოვდებიან მხოლოდ  კონკრეტული დამსახურებისათვის. დაუშვებელია დაჯილდოება მხოლოდ ნამსახური წლების ან საიუბილეო თარიღის გამო.

2. დაჯილდოებული პირები ახალი დამსახურების გამო შეიძლება კვლავ დაჯილდოვდნენ იმავე ან სხვა ორდენებითა და მედლებით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოება შეიძლება სიკვდილის შემდეგაც.

მუხლი 5.

საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოება ხდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის, მინისტრის, სახელმწიფო მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოებისა და მთავრობების ხელმძღვანელების, საქართველოს მთავარი პროკურორის,  კონტროლის პალატის თავმჯდომარის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, საქართველოს პრეზიდენტის უშუალო დაქვვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების უფროსის, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, ქ. თბილისის მერის, აგრეთვე სახელმწიფო ქონებაზე დაფუძნებული იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის წარდგინებით, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო.  (2.08.2010 N 588)

მუხლი 6.

1. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შუამდგომლობას აღძრავს ის დაწესებულება, რომელშიც მუშაობს დასაჯილდოებელი პირი ან ის ორგანო, რომლის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზეც ცხოვრობს იგი. შუამდგომლობა უცხოეთში მცხოვრებ პირთა დაჯილდოების შესახებ აღიძვრება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

2. შუამდგომლობის აღძვრის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ივსება თანდართული ნიმუშის (დანართი N 1) დაჯილდოების ფურცელი და ორ კვირაში ეგზავნება წარდგენის უფლების მქონე (ამ ბრძანებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ) შესაბამის ორგანოს, რომელიც შუამდგომ-ლობაზე თანხმობის შემთხვევაში დაჯილდოების ფურცელს იმავე ვადაში წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახურის მეშვეობით.

21. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურს დაჯილდოების ფურცელთან ერთად უგზავნის სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლს (რეგისტრაციის ადგილის მითითებით) და პირის მომსახურე ბანკის (ფილიალის) მიერ დადასტურებულ ცნობას ბანკის (ფილიალის) რეკვიზიტებისა და პირის ანგარიშის ნომრის მითითებით - თუ შესაბამისი სახელმწიფო ჯილდოსათვის გათვალისწინებულია ერთდროული ფულადი პრემიის გაცემა, ხოლო სიკვდილის შემდეგ სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის შემთხვევაში - აგრეთვე სამკვიდრო მოწმობის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ასლს.  (2.08.2010 N 588)

3. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური განიხილავს წარმოდგენილ მასალებს და მათი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილი პირის დაჯილდოების თაობაზე შესაბამის წინადადებებსა და სამართლებრივი აქტის პროექტს. (15.07.2008 N368)

            4. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შესაძლებელია განხორციელდეს ამ ბრძანებულებით დადგენილი მოთხოვნების გაუთვალისწინებლად. (15.07.2008 N368)

მუხლი 7. (2.08.2010 N 588)

სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილი პირის დაჯილდოება ხდება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მუხლი 8.

1. დაჯილდოებულ პირს ჯილდოს და შესაბამის მოწმობას საზეიმო ვითარებაში გადასცემს საქართველოს პრეზიდენტი ან მისი დავალებით შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელი ან სხვა ოფიციალური პირი. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოების შემთხვევაში ჯილდო გადაეცემა დაჯილდოებულის ოჯახს.

2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახურის მიერ დაჯილდოების ცერემონიისათვის ჯილდოს უფლება-მოსილი პირისათვის გადაცემის შესახებ ივსება თანდართული ნიმუშის (დანართი N 2) სააღრიცხვო ბარათი, ხოლო დაჯილდოებული პირისათვის ჯილდოს გადაცემის შესახებ დგება ოქმი (დანართი N3), რომელსაც ხელს აწერს ჯილდოს გადამცემი პირი და ერთ თვეში ბარდება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურს.

მუხლი 81.  (2.08.2010 N 588)

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური დაჯილდოებულ პირზე ერთდროული ფულადი პრემიის გაცემის მიზნით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის შემდეგ დოკუმენტაციას:

ა) დაჯილდოების შესახებ სამართლებრივი აქტის ასლს;

ბ) დაჯილდოებული პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლს რეგისტრაციის ადგილის მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) დაჯილდოებული პირის მომსახურე ბანკის (ფილიალის) მიერ დადასტურებულ ცნობას, ბანკის (ფილიალის) რეკვიზიტებისა და პირის ანგარიშის ნომრის მითითებით;

დ) სამკვიდრო მოწმობის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ასლს (სიკვდილის შემდეგ დაჯილდოების    შემთხვევაში).

მუხლი 9.

სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოებულ პირებს უფლება აქვთ კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად ატარონ ჯილდოები ან მათი აღმნიშვნელი ნიშნები.

მუხლი 10.

1. დაჯილდოებული გარდაცვლილი პირის ან სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულის მემკვიდრეთა თანხმობით მისი ჯილდო და შესაბამისი დოკუმენტი შეიძლება გადაეცეს სახელმწიფოს ან მუზეუმს.

2. თუ დაჯილდოებულ გარდაცვლილ პირს ან სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულს არა ჰყავს მემკვიდრე, ჯილდო გადაეცემა ან რჩება სახელმწიფოს.

მუხლი 11. (2.08.2010 N 588)

საქართველოს ორდენებისა და მედლების დუბლიკატები საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაჯილდოებულს არ შეეძლო მათი დაკარგვის ან დაზიანების თავიდან აცილება, ხოლო შესაბამისი მოწმობის დუბლიკატი გაიცემა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახურის მიერ იმავე პირობის არსებობისას.

მუხლი 12.

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს ჩამორთმევა შეუძლია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს დაჯილდოებულის მიერ ჯილდოს შეურაცხმყოფელი საქციელის ან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ჯილდოზე წარმდგენი ორგანოს შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით.

მუხლი 13.

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების მსგავსი სამკერდე ნიშნების დაწესება, დამზადება და სახელმწიფო ჯილდოების ტარება საამისო უფლების  არმქონე პირის მიერ, აგრეთვე სახელმწიფო ჯილდოების სხვა სახის შეურაცხყოფა ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

                                                                                  დამტკიცებულია

საქართველოს პრეზიდენტის

2005 წლის           7        მაისის

N     321            ბრძანებულებით

                                                                            

                                                                                დანართი N 1

 

დაჯილდოების ფურცელი

 

1. გვარი, სახელი, მამის სახელი ___________________________________

_____________________________________________________________

 

2. სამუშაო ადგილი, თანამდებობა _________________________________

_____________________________________________________________

_____________________________________________________________

 

3. დაბადების წელი, თვე, რიცხვი და ადგილი __________

 

4. მოქალაქეობა ________________________________________________

 

5. განათლება __________________________________________________

 

6. რომელი ორდენით და მედლით იყო დაჯილდოებული და როდის 

_____________________________________________________________

_____________________________________________________________

_____________________________________________________________

_____________________________________________________________

 

7. ბინის მისამართი _____________________________________________

_____________________________________________________________

 

ტელეფონი ბინის__________________სამსახურის ___________________

 

8. რომელ ჯილდოზეა წარდგენილი _______________________________

ის კონკრეტული დამსახურება, რისთვისაც წარდგენილია ჯილდოზე

_______________________________________________________

_______________________________________________________

_______________________________________________________

_______________________________________________________

_______________________________________________________

_______________________________________________________

_______________________________________________________

 

 

სახელმწიფო დაწესებულების, ორგანიზაციის

                        კადრების სამსახური

ბ.ა.                                            ___________________________________

           

                        სახელმწიფო დაწესებულების,

                        ორგანიზაციის ხელმღვანელი

                                                 ___________________________________   

 

                                                                                    „_____“ _____________ 200   წ.

 

 

                                                                          დამტკიცებულია

                                                             საქართველოს პრეზიდენტის

                                                             2005 წლის        7       მაისის

                                                             N     321      ბრძანებულებით

 

აქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების თანდართული დებულება.

2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს პარლამენტის 1992 წლის 24 დეკემბრის დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების დებულება“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1992 წელი, N2, მუხ. 101).

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის

      თავმჯდომარე                                                                        დავით ბაქრაძე

 

თბილისი,

2009 წლის 31 ივლისი.

N 1554 – რს

 

საქართველოს სახელმწიფო  ჯილდოების – ორდენებისა და მედლების დებულება

მუხლი 1. საქართველოს იმ მოქალაქეების დასაჯილდოებლად, რომლებმაც გმირობა, მამაცობა გამოიჩინეს სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლებში, განსაკუთრებული პირადი წვლილი შეიტანეს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში, დაწესებულია საქართველოს შემდეგი სახელმწიფო ჯილდოები – ორდენები და მედლები: (18.06.2010 N 3142)

ა) ეროვნული გმირის ორდენი;

ბ) წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი;

გ) დავით აღმაშენებლის ორდენი;

დ) თამარ მეფის ორდენი;

ე) ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი;

ვ) წმინდა ნიკოლოზის ორდენი;

ზ) ოქროს საწმისის ორდენი;

თ) ვახტანგ გორგასლის ორდენი – I, II, III ხარისხისა;

ი) ღირსების ორდენი;

კ) მედალი „სამოქალაქო თავდადებისათვის“;

ლ) მედალი „მხედრული მამაცობისათვის“;

მ) მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“;

ნ) ღირსების მედალი.

           

მუხლი  2

1. საქართველოს ეროვნული გმირის წოდება არის საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო წოდება, რომელიც ენიჭება პირს საქართველოსთვის განსაკუთრებული, გამორჩეული გმირული ქმედებისათვის. საქართველოს ეროვნული გმირის წოდების მინიჭებასთან ერთად პირს გადაეცემა ეროვნული გმირის ორდენი.

2. წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი ენიჭება პირს  საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

3. დავით აღმაშენებლის ორდენით ჯილდოვდებიან სამოქალაქო, სამხედრო და სასულიერო პირები, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწეები ქართველი ერის წინაშე უდიდესი ღვაწლისათვის, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა და აღორძინების, საზოგადოების კონსოლიდაციის, დემოკრატიის დამკვიდრების საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისათვის.

4. თამარ მეფის ორდენით ჯილდოვდებიან ქალები ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის, გამორჩეული სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის.

5. ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი ენიჭება კულტურის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნების, სპორტისა და სხვა დარგის გამოჩენილ მოღვაწეებს საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამის სფეროში გამორჩეული მიღწევებისათვის და საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის.

6. წმინდა ნიკოლოზის ორდენით ჯილდოვდებიან პირები ქველმოქმედებისათვის, ქვეყნისა და ხალხის უანგარო სამსახურისათვის.

            7. ოქროს საწმისის ორდენით ჯილდოვდებიან უცხოელი მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში, მისი ეროვნული უშიშროების ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებაში, სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის  დამყარებაში, საზღვარგარეთ  საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვაში, ქართული კულტურის  პოპულარიზაციაში, ქართული მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებაში.

8. ვახტანგ გორგასლის ორდენით ჯილდოვდებიან საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლებში გამოიჩინეს გმირული თავდადება და მამაცობა, უნარიანი ხელმძღვანელობით უზრუნველყვეს სამხედრო ნაწილებისა და ქვეგანაყოფების წარმატება, შეიმუშავეს და განახორციელეს საბრძოლო ოპერაციები.

ვახტანგ გორგასლის ორდენი სამი ხარისხისაა. დაჯილდოება ხდება შემდეგი თანამიმდევრობით:

III ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი საბრძოლო მომზადებისათვის.

II ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან სამხედრო ხელმძღვანელობის საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულებისათვის.

I ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, თავდადებისა და თავგანწირვისათვის.

9. ღირსების ორდენით ჯილდოვდებიან მოქალაქეები დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში – მმართველობის, თავდაცვის, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების, სახალხო მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვის, მეცნიერების, განათლების, კულტურის, ლიტერატურის, ხელოვნების დარგებში – შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, სპორტული მიღწევებისათვის, გმირობისა და თავდადებისათვის.

91. მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ ჯილდოვდებიან პირები სამაგალითო სამოქალაქო მოქმედებისათვის (თავდადებული სამოქალაქო მოქმედებისას, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობის გამოვლენისას). (18.06.2010 N 3142)

10. მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ ჯილდოვდებიან საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები და პოლიციის მუშაკები მამულის დაცვისას გამოჩენილი პირადი მამაცობისათვის და მხედრული ვალის შესრულებისათვის, ვაჟკაცობისა და გაბედული მოქმედებისათვის.

11. მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“ ჯილდოვდებიან საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები სამშობლოს დაცვისა და ერთიანობის უზრუნველყოფაში განსაკუთრებული პირადი დამსახურებისათვის.

12. ღირსების მედლით ჯილდოვდებიან საქართველოს მოქალაქეები საქართველოს აღორძინების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის.

           

            მუხლი 3. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ამ დებულებით გათვალისწინებული ორდენებითა და მედლებით ასევე შესაძლებელია დაჯილდოვდნენ უცხოელი მოქალაქეები და მოქალაქეობის  არმქონე  პირები.