საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

საქართველო | სახელმწიფო სიმბოლოები
Flag_of_Georgia-01.png საქართველოს სახელმწიფო დროშა
 
მოკლე ისტორია
 
ქართული სახელმწიფო დროშის  შესახებ (მისი ფერისა და გამოყენების თაობაზე) რამდენიმე წერილობითი წყარო მოიპოვება (ქართლის ცხოვრება, სტეფანოზ ორბელიანი, იოანე შავთელი).
 
სავარაუდოდ, დღეისათვის არსებული სახეს `გორგასლიან-დავითიანი~ დროშა 1320 წლიდან იღებს, როდესაც მეფე გიორგი V ბრწყინვალემ (1314-1346 წ.წ.) `კლიტენი იერუსალიმისანი~ ჩაიბარა. ამ დროიდან მაცხოვრისა და მახარობლების განმასახიერებელი ხუთნიშნიანი კომპოზიცია (სხვა და სხვა სახეცვლილებით, მათ შორის, 5 ჯვრის გამოსახვით) უკვე გვევლინება საქართველოს დამაფიქსირებელ სიმბოლოდ, რაც დასტურდება მრავალი ვიზუალური წყაროს საშუალებით _ პიეტრო ვესკონტეს (1318 წ.), ანჯელინო დულჩერის (1339 წ.), ფრანჩესკო და დომენიკო პიციგანოების (1367 წ.), გებრიელ დე ვალსეკას (1439 წ.) და სხვათა  საზღვაო რუკებით (პორტულანებით).

 


საქართველოს ეროვნული ჰიმნი
 
  თავისუფლება
 
ჩემი ხატია სამშობლო,
სახატე მთელი ქვეყანა,
განათებული მთა-ბარი,
წილნაყარია ღმერთთანა.
 
თავისუფლება დღეს ჩვენი                        
მომავალს უმღერს დიდებას,                       ლექსის ავტორი დავით მაღრაძე
ცისკრის ვარსკვლავი ამოდის                      მუსიკა ზაქარია ფალიაშვილის
და ორ ზღვას შუა ბრწყინდება,                     ჰიმნად დაამუშავა იოსებ კეჭაყმაძემ
 
დიდება თავისუფლებას,
თავისუფლებას დიდება.                           გადმოწერა
 

       
   
 
Greater_coat_of_arms_of_Georgia-01.png                 საქართველოს სახელმწიფო გერბი

მოკლე ისტორია                                                                        
 
საქართველოს სახელმწიფო გერბის მთავარი ფიგურა არის წმიდა გიორგი,  რომელიც სიმბოლურად გამოისახება - თეთრ ფონზე წითელი სწორკუთხა ჯვარი
წმინდა გიორგი, როგორც ერთიანი საქართველოს სიმბოლო, ანუ საქართველოს განმასახიერებელი და მფარველი, პირველად მეფე გიორგი III (1115-1184 წ.) დიდ სახელმწიფო საბეჭდავზე გვხვდება. თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით "ქართველთა მეფენი ღერბთა მათთა დასწერდეს სახესა წმიდის ამის მთავარმოწამისა გიორგისასა... და იქმნა სახეი მისი შეწყნარებული პირველ ოდენად ქართველთა სახელმწიფოსა".
 
საქართველოს სახელმწიფო გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საერთაშორისო ჰერალდიკაში "ივერიის გვირგვინის" სახელწოდებით  ცნობილი სამეფო გვირგვინი, როგორც სახელმწიფო სუვერენიტეტის ნიშანი. 



Lesser_coat_of_arms_of_Georgia-01.png            სახელმწიფო გერბის ავტორია მხატვარი მამუკა გონგაძე