საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

 
2013 წლის 20 ნოემბრიდან დღემდე ჩატარებულია შეწყალების საკითხთა კომისიის 12 სხდომა

 
შეწყალების საკითხთა კომისიის სხდომა: 2013 წლის 13 დეკემბერი

2013 წლის 13 დეკემბერს შეწყალების საკითხთა კომისიამ განიხილა 549 პირის საქმე. შედეგად, 2013 წლის 18 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 60 მსჯავრდებული:
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 47 მსჯავრდებული, მათ შორის ერთი ქალბატონი და 3 არასრულწლოვანი.
შეწყალების აქტით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 13 მსჯავრდებულს.

 
შეწყალების საკითხთა კომისიის სხდომა: 2014 წლის 15 იანვარი
2014 წლის 15 იანვარს შეწყალების საკითხთა კომისიამ განიხილა 1147 პირის საქმე. შედეგად, 2014 წლის 19 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 54 მსჯავრდებული:
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 38 მსჯავრდებული, მათ შორის 3 ქალბატონი და ერთი არასრულწლოვანი.
შეწყალების აქტით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 16 მსჯავრდებულს, მათ შორის ერთ არასრულწლოვანს.

 
შეწყალების საკითხთა კომისიის სხდომა: 2014 წლის 10,12 აპრილი
2014 წლის 10 და 12 აპრილს შეწყალების საკითხთა კომისიამ განიხილა 1750 პირის საქმე. შედეგად, 2014 წლის 17 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 95 მსჯავრდებული:
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 73 მსჯავრდებული, მათ შორის 3 ქალბატონი.
შეწყალების აქტით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 22 მსჯავრდებულს, მათ შორის ერთ ქალბატონს და ერთ არასრულწლოვანს.

 
შეწყალების საკითხთა კომისიის სხდომა: 2014 წლის 10-23 ივლისი
2014 წლის 10 ივლისიდან 23 ივლისის ჩათვლით შეწყალების საკითხთა კომისიამ განიხილა 2 743 პირის საქმე. შედეგად, 2014 წლის 31 ივლისს პრეზიდენტმა შეიწყალა 280 მსჯავრდებული:
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 169 მსჯავრდებული, მათ შორის 5 ქალბატონი და 4 არასრულწლოვანი.
შეწყალების აქტით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 111 მსჯავრდებულს, მათ შორის 3 ქალბატონს და 6 არასრულწლოვანს.

 
შეწყალების საკითხთა კომისიის სხდომა: 2014 წლის 26-29 სექტემბერი

2014 წლის 26 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში შეწყალების საკითხთა კომისიამ განიხილა 699 პირის საქმე. შედეგად, 2014 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 115 მსჯავრდებული:
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 88 მსჯავრდებული, მათ შორის ერთი ქალბატონი და 4 არასრულწლოვანი.
შეწყალების აქტით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 27 მსჯავრდებულს, მათ შორის 3 არასრულწლოვანს.
 
შეწყალების საკითხთა კომისიის სხდომა: 2014 წლის 14-15 ნოემბერი

2014 წლის 14-15 ნოემბერს შეწყალების საკითხთა კომისიამ განიხილა 752 პირის საქმე. შედეგად, 2014 წლის 21 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 119 მსჯავრდებული:
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 91 მსჯავრდებული, მათ შორის 2 ქალბატონი და ერთი არასრულწლოვანი.
შეწყალების აქტით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 28 მსჯავრდებულს, მათ შორის ერთ ქალბატონს და ერთ არასრულწლოვანს.
 
შეწყალების საკითხთა კომისიის სხდომა: 2014 წლის 22-23 დეკემბერი

2014 წლის 22-23 დეკემბერს შეწყალების საკითხთა კომისიამ განიხილა 493 პირის საქმე. შედეგად 2014 წლის 30 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 84 მსჯავრდებული:
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 63 მსჯავრდებული, მათ შორის ერთი ქალბატონი და ერთი არასრულწლოვანი. შეწყალების აქტით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 21 მსჯავრდებულს, მათ შორის ერთ ქალბატონს და 4 არასრულწლოვანს.
 
შეწყალების საკითხთა კომისიის სხდომა: 2015 წლის 25-27 თებერვალი

2015 წლის 25-27 თებერვალს შეწყალების საკითხთა კომისიამ განიხილა 1212 პირის საქმე. შედეგად, 2015 წლის 2 და 6 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 197 მსჯავრდებული:
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 134 მსჯავრდებული, მათ შორის 4 ქალბატონი და ერთი არასრულწლოვანი.
შეწყალების აქტით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 63 მსჯავრდებულს, აქედან 4 ქალბატონს და 6 არასრულწლოვანს.
 
 
შეწყალების საკითხთა კომისიის სხდომა: 2015 წლის 4 მარტი

2015 წლის 4 მარტს შეწყალების საკითხთა კომისიამ განიხილა 3 უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული ქალბატონის საქმე. შედეგად, 2015 წლის 6 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო ამ ქალბატონების შეწყალების გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ზემოხსენებული გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში აღარ დარჩნენ ქალბატონები, რომლებსაც შეფარდებული ჰქონდათ სასჯელის უვადოდ მოხდა.
 
შეწყალების საკითხთა კომისიის სხდომა: 2015 წლის 30-31 მარტი
2015 წლის 30-31 მარტს შეწყალების საკითხთა კომისიამ განიხილა 460 პირის საქმე. შედეგად, 2015 წლის 14 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 78 მსჯავრდებული:
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 57 მსჯავრდებული, ხოლო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 21 მსჯავრდებულს.
 
შეწყალების საკითხთა კომისიის სხდომა: 2015 წლის 1-6 ივნისი

2015 წლის 1-6 ივნისს შეწყალების საკითხთა კომისიამ განიხილა 1329 პირის საქმე. შედეგად, 2015 წლის 12 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 226 მსჯავრდებული.
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 180 მსჯავრდებული, მათ შორის 10 ქალბატონი და ერთი არასრულწლოვანი.
შეწყალების აქტით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 46 მსჯავრდებულს, აქედან 4 ქალბატონს.
 
შეწყალების საკითხთა კომისიის სხდომა: 2015 წლის 17-18 ივლისი

2015 წლის 17-18 ივლისს შეწყალების საკითხთა კომისიამ განიხილა 589 პირის საქმე. შედეგად, 2015 წლის 23 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 98 მსჯავრდებული.
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 74 მსჯავრდებული, მათ შორის ერთი ქალბატონი და 2 არასრულწლოვანი.
შეწყალების აქტით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 24 მსჯავრდებულს, მათ შორის ერთ არასრულწლოვანს.
 
 
საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის N120 ბრძანებულება
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 26 ნოემბრის N928 ბრძანებულება