პრეზიდენტმა ავღანეთის მისიიდან დაბრუბნებული 8 ქართველი სამხედრო მოსამსახურე „მხედრული მამაცობისათვის“ დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის, განსაკუთრებული მამაცობისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისათვის მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ დააჯილდოვა:

  • კახაბერ ბანძავა    –    უფროსი სერჟანტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ქვეითი ბატალიონის A ქვეითი ასეულის სერჟანტი;
  • ვეფხვია გიორგაძე    –    მასტერ-სერჟანტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის სერჟანტი;
  • თენგიზ თეთრაშვილი     –    მაიორი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის შტაბის G-7-ის სამსახურის ოფიცერი;
  • თენგიზ კალიჩენკო    –    უფროსი სერჟანტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ნატო-საქართველოს  წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) სამშვიდობო ოპერაციების წვრთნების ცენტრის სერჟანტი;
  • ზურაბ მაისურაძე    –    პოლკოვნიკი,    საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და  ოპერატიული დაგეგმვის სამსახურის უფროსი;
  • ბექა სუთიძე    –    კაპრალ-სპეციალისტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 35-ე უზრუნველყოფის ბატალიონის სწავლებების და საბრძოლო უზრუნველყოფის ასეულის სოციალური უზრუნველყოფის ჯგუფის სპეციალისტი;
  • სერგო ღამბარაშვილი    –    უფროსი სერჟანტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის საშტაბო ასეულის სერჟანტი;
  • გურამ ჩიმახიძე        –    კაპრალ-სპეციალისტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავ–ლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-16 უზრუნველყოფის ბატალიონის სწავლებების და საბრძოლო უზრუნველყოფის ასეულის სოციალური უზრუნველყოფის ჯგუფის სპეციალისტი

 

საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთიდან დაბრუნებულ ქართველ სამხედროებს სახელმწიფო ჯილდოები სენაკის სამხედრო ბაზაზე პირადად გადასცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.