საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N21/09/01

N21/09/01      2021 წლის      21 სექტემბერი      ქ.თბილისი

დიმიტრი ამილახვრის საქართველოს ეროვნული

გმირის ორდენით დაჯილდოების შესახებ

 საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისათვის, საქართველოსადმი განსაკუთრებით პოზიტიური დამოკიდებულების შექმნაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებისათვის თავგანწირვისათვის ქართული ემიგრაციის წარჩინებული წარმომადგენელი, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ლეიტენანტ-პოლკოვნიკი დიმიტრი ამილახვარი დაჯილდოვდეს საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით და მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება (სიკვდილის შემდეგ).

 

 სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N21/09/01 დიმიტრი ამილახვრის საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოების შესახებ