ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის კომისია 2020 წლის 15 სექტემბრიდან აცხადებს კონკურსს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად

ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის კომისია 2020 წლის 15  სექტემბრიდან აცხადებს კონკურსს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად

 პრემიის მინიჭების პირობები:

 ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია (შემდეგში - პრემიაპირს ენიჭება ლიტერატურის დარგში (პროზა, პოეზია,პუბლიცისტიკა) უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.

 პრემია გაიცემა 2 წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს ერთისა, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. პირს, რომელსაც მიენიჭება ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია, გადაეცემა პრემიის ლაურეატის დიპლომი,სამკერდე ნიშანი და შესაბამისი ფულადი გასაცემელი.

წარდგენის წესი/ნაწარმოების  წარდგენისათვის დადგენილი პირობები:

პრემია, როგორც წესი, ენიჭება საქართველოს მოქალაქეს. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პრემია შეიძლება მიენიჭოს უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს

პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ შესაბამისი ავტორიტეტისა და კომპეტენციის მქონე იმ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით ან სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, საინიაციატივო ჯგუფებს, რომლებიც საქმიანობენ ლიტერატურის შესაბამის დარგში.

პრემიის მოსაპოვებლად შესაძლოა ავტორთა ჯგუფის/თანაავტორთა წარდგენა.

პირი არ შეიძლება წარდგენილი იყოს ორი პრემიის მოსაპოვებლად ერთი სამეცნიერო ნაშრომის/ნაწარმოებისათვის.

პრემია შეიძლება მიენიჭოს  გარდაცვლილ  ავტორს იმ შემთხვევაში, თუ მისი  ნაწარმოები გამოქვეყნდა საკონკურსო განაცხადების მიღების დასრულებამდე და აკმაყოფილებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილ პირობებს.

ლიტერატურული ნაწარმოების წარდგენა დასაშვებია მისი დასრულებული სახით გამოქვეყნების შემდეგ.

ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მისანიჭებლად საკონკურსოდ დაიშვება საკონკურსო წლამდე 5 წლის განმავლობაში ქართულ ენაზე გამოქვეყნებული ორიგინალური ნაწარმოები.

დაუშვებელია ერთი და იმავე ნაშრომის განმეორებით წარდგენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნაშრომი საკონკურსოდ დაშვებული არ იქნა ტექნიკური ხარვეზის გამო.

 მონაწილეობისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია:

 წარდგინება ნაწარმოების აღწერა-დახასიათებითა და იმ განსაკუთრებული  ღირსებების აღნიშვნით, რის გამოც ხდება მისი ავტორის ვაჟა ფშაველას სახელობის პრემიაზე წარდგენა. დოკუმენტს ხელს უნდა აწერდეს წარმდგენი ორგანიზაციის ხელმძღვანელი/საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი;

  • საკონკურსო ნაწარმოების შესახებ პრესაში გამოქვეყნებული რეცენზიები და სხვა მასალები ნაწარმოებზე წარმოდგენის შესაქმნელად;
  • ლიტერატურული ნაწარმოები - მატერიალურად წარმოდგენის შემთხვევაში 9 ეგზემპლარად (მათ შორის, ერთი ორიგინალი მაინც ).
  • კანდიდატის  ბიოგრაფია (CV);
  • კანდიდატის  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი.

საკონკურსო განაცხადისა და თანდართული მასალის მიღების ვადა და ადგილი:

საკონკურსო განაცხადები და ნაწარმოებები მიიღება ელექტრონულად 2020  წლის 15  სექტემბრიდან - 16 ოქტომბრის  ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ  მისამართზე nom.reestri.gov.ge [გრაფაში - განცხადება (ზოგადი)] ან შემდეგი ელ-ფოსტის მეშვეობით - info@president.gov.ge - ხოლო ის ნაწარმოები, რომელიც თავისი მოცულობის გათვალისწინებით შეუძლებელია წარმოდგენილი იქნეს ელექტრონული ფორმით, მიიღება  მატერიალურად ელექტრონული განაცხადის გადმოგზავნის შემდგომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში  მისამართზე: . თბილისი, ათონელის . N25, საფოსტო ინდექსი - 0114.

საკონტაქტო  ტელეფონის ნომერი (ცხელი ხაზი): + 995 32 2288888