სიახლეები

09.08.2021

გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საქართველოს პრეზიდენტი მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს და აუქმებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილ ყველა მასშტაბურ შეხვედრას. ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ქართველი ოლიმპიელების მიღება აღარ გაიმართება.

08.08.2021

საქართველოს პრეზიდენტმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ხსოვნას და მეომართა ოჯახებს მიუსამძიმრა.

08.08.2021

2008 წლის აგვისტოში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

06.08.2021

მხარეებმა საბერძნეთში ხანძრის შედეგად შექმნილი ვითარება განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტი  საბერძნეთში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობითა და საჭიროებებით დაინტერესდა. 

19.07.2021

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ასოცირებული ქვეყნის პრეზიდენტების დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ სამ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი აერთიანებს.

16.07.2021

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოწვევით 19 ივლისს ბათუმს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევიან

13.07.2021

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი თევდორაშვილი დანიშნა.

10.07.2021

საქართველოს პრეზიდენტი სამების საკათედრო ტაძარში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების მიბრძანების ცერემონიას დაესწრო, რომელიც საქართველოში ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილებით ჩამოაბრძანეს.